ქალაქ რუსთავის ლევან გოთუას სახელობის №17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 2 ერთმანეთზე ხიდით შეერთებული კორპუსის გამაგრებისა და სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი, იცვლება წყალსაწრეტი მილები, რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები.
ეწყობა კომპიუტერული ქსელი, გათბობის, სახანძრო უსაფრთხოების, წყლის, წყალარინებისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სასწავლო სივრცეების პარალელურად 500-მდე მოსწავლე შეძლებს ისარგებლოს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, რესურს ოთახითა და ექიმის კაბინეტით.
სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.