ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტს, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შვიდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული რეაბილიტაცია, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო რესურსით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა ასევე სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის სკოლის 200-მდე მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

 

Previous articleთბილისის №211 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხში საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა