თბილისის №211 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სსიპ ქალაქ თბილისის №211 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს 3 სართულიანი კორპუსის და დახურული სპორტული დარბაზის გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას.
რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; ეწყობა წინაფრა და სარინელი, იცვლება წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; ეწყობა კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით; სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები, ლიფტი და პანდუსები.
შედეგად 2024 წლიდან სრულად რეაბილიტირებული საგანმანათლებლო სივრცეებით წავკისის 112 მოსწავლე და მათი მასწავლებლები ისარგებლებენ.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე, უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.