თბილისის №53 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს თბილისის ისტორიული უბანში მდებარე შენობის რესტავრაცია/ გამაგრება / სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას. რეაბილიტაციის შედეგად სკოლის ძველი იერსახე სრულად იქნება შენარჩუნებული; პარალელურად სკოლა გახდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სასწავლო ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო დაწესებულება.

სრულად ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, სასადილო და სააქტო დარბაზი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სამუშაოები ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

შედეგად, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის 1400-ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები სასწავლო პროცესს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და  ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

Previous articleსასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
Next articleქუთაისში ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის, სამი 12-სართულიანი კორპუსი შენდება