„პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ აშშ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
„პარაგრაფ თბილისი” შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები.
Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ პროექტის მთავარი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია.
მარიოტის საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“ გახსნა.