ბარისახოს 250 ბავშვზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა.

პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.6 მილიონი ლარით დააფინანსა.

სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. ახლ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

Previous articleბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
Next articleმარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდა