მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდა.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, ახლა კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
საბირქენდის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვი
2019 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯამში 8 სკოლის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.