გურიის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის ნასაკირალის მონაკვეთის (კმ 35-კმ 43.6) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 9.3 კილომეტრიან მონაკვეთს. ამ ეტაპზე, საგზაო სამოსის მომზადება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მისი ღირებულება 8.1 მლნ. ლარია