პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით. ამ პროცესში ხდება მოსარგებლის პროფილირება და მისთვის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის ან შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიის შეთავაზება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში − დასაქმების ფორმალიზება. თუ შრომისუნარიანი პირი თანახმაა ერთ-ერთ შეთავაზებაზე, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ, ხოლო თუ შრომისუნარიანი პირი არ არის თანახმა შეთავაზებებზე, უარის თქმის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.

პროგრამის განხორციელება დაიწყო 2022 წლის 1 მარტს და 2022 ივნისის მდგომარეობით, დასაქმებულია 10 272 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირი.

13 ივნისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 31 647-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 14 024 ადამიანი საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა, საიდანაც 10 272 ადამიანი დასაქმდა. გარდა ამისა, მიმართვის საფუძველზე, ღია შრომის ბაზარი ან/და საქმიანობის ფორმალიზება 4 505 მოქალაქემ აირჩია.

#ანგარიში2022

Previous articleგრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა
Next articleდევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა გრძელდება