2022 წლიდან გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტის ოდენობა და განისაზღვრა 275 ლარით. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებმა და შშმ ბავშვებმა მიიღეს გაზრდილი ოდენობის დანამატი.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის, რომლებიც იღებდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას/სოციალურ პაკეტს 22 ან 44 ლარის ოდენობით, აღნიშნული გასაცემელი განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით.