დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაჩნდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების კომპონენტი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 5 400 000 ლარი. შედეგად, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა პროგრამის სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. უახლოეს პერიოდში, დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში.