გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღი შენდება
საბავშვო ბაღი გათვლილია 75 აღსაზრდელზე. სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული ორი სოფლის – მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო.
საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება – 2 820 000 ლარია.

Previous articleხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი განახლდა
Next articleგორში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს