ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საფეხბურთო სტადიონი აშენდა.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.
სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.