სახელმწიფო პროგრამის – ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კასპში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური ბიუჯეტი 8.3 მლნ ლარია.