პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის – „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ლანჩხუთში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ლანჩხუთში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს – 12 შენობას, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას.
პროექტის საერთო ღირებულება 5.1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.