საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

საგარეჯოში რეაბილიტაცია უტარდება 22 შენობას, სკვერს და შადრევანს.

რეაბილიტაცია უტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, ცენტრალურ ქუჩასა და მოედანს.

პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების უმეტესობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე პროგრამის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
May be an image of outdoors and treeMay be an image of 2 people and outdoorsMay be an image of streetMay be an image of 1 person, standing, brick wall and outdoorsMay be an image of outdoorsMay be an image of 6 people, people standing, tree and outdoorsMay be an image of sky and treeMay be an image of 1 person and outdoorsMay be an image of 6 people and roadMay be an image of sculpture, outdoors and brick wallMay be an image of 2 people, outdoors and text that says 'markt'May be an image of outdoors and treeMay be an image of 1 person and outdoorsMay be an image of sky, road and tree
Previous articleაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირება დასრულდა და მისი რეაბილიტაცია იწყება
Next article2022 წელს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში 6801 სამედიცინო შემთხვევა 16 მილიონამდე ლარით დაფინანსდა