კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები.
სამუშაოები ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროშო მიმდინარეობს, 330 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია-გამაგრება.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო სისტემების განახლება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.