კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პროექტები.
წყალმომარაგების პროექტების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
დედოფლისწყაროს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა, რეაბილიტირდება და აშენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, სატუმბო სადგურები და სათავე ნაგებობები, რასაც ჯამურად 58 მილიონი ლარი მოხმარდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24 სთ-იანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის და საქობაოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის 27 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები, სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შედეგად, 17 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.
,,მოვინახულეთ დედოფლისწყაროსთვის ისტორიული წყალმომარაგების პროექტი, რომლის ფარლებშიც დედოფლისწყაროს და მის მიმდებარე სოფლებს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, სამუშაოები დასრულდება ვადაზე ადრე“ – აღნიშნა ირაკლი არსელაძემ