ქალაქ წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები იწყება
დღეის მდგომარეობით, ქ. წყალტუბოში წყალარინების ინფრასტრუქტურით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ სარგებლობს, არსებული ქსელისა და ობიექტების დიდი ნაწილი ამორტიზებულია
სამუშაოების ფარგლებში აშენდება წყალარინების ახალი ქსელი, მოეწყობა კოლექტორები და სატუმბი სადგურები, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქ. წყალტუბოს მოსახლეობა წყალარინების თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს
მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 30 თვეში
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელებს, პროექტის ღირებულება 24 მილიონ ლარზე მეტია