ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქ. ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის, სოფელ ლესას და სოფელ გულიანის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტაციამდე სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება

პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობენ და კეთილმოწყობილ გარემოში სწავლობენ

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, განახლებული სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სკოლებში შესაძლებელია 800-მდე ბავშვის მიღება

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, მისი ღირებულება 8.6 მილიონი ლარია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 67 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა, საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ, პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო

Previous article2012 წელთან შედარებით აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 124 %-ით გაიზარდა და 1142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Next articleწყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები იწყება