პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონლაინ-კაზინოებს დაუწესდებათ შემდეგი რეგულაციები:
 
• ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით;
 
• აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით;
 
• აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.
Previous articleსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა
Next article28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა