წყალმომარგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყო.

დღეის მდგომარეობით სოფელ ბულაჩაურში არსებული ამორტიზებული სისტემისა და დებეტის სიმცირს გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სოფლისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა. შედეგად, ბულაჩაურს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

Previous articleპროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleთბილისი-სენაკი-ლესელიძის ერთ-ერთ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს