საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში ქ.ამბროლაურში სამუშაოები მიმდინარეობს, კოსტავას ქუჩაზე სადაც გათვალისწინებულია 3 შენობის რეაბილიტაცია და კულტურის სახლის უკან მდებარე ე.წ “მაგრელიოს სკვერის” კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ასევე დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

Previous articleბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleსოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება