რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ მონაკვეთზე 12-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაგეგმილია 18 ხიდის, 3 გვირაბისა და 10კმ-მდე საყრდენი კედლის მოწყობა.
ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 11 ხიდსა და 3 გვირაბზე, ხოლო საყრდენი კედლების 40%-მდე დასრულებულია.