ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საექიმო ამბულატორია ექნება. სოფლის ცენტრში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ნარაზენში ამბულატორიას აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და ის სკოლის ყოფილ ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.
ნარაზენამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი ამბულატორია აშენდა (ახალაბასთუმანში, კახათში, ყულიშკარში, ინგირსა და ხურჩაში) და ორი ამბულატორია რეაბილიტირდა.