მარნეულში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი ,,მოდუსი” ოფიციალურად გაიხსნა და ადგილზე საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო.
კოლეჯის მშენებლობის პროექტი საქართველოს განათლების და მეცნიერების, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. სასწავლებლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ადგილზე მოეწყო კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.
მარნეულის კოლეჯი რუსთავში მდებარესახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ფილიალია, სადაც ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიულ-საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამების შესწავლა განახორციელდება.
ეთნიკურ უმცირესობებს კოლეჯ მოდუსში ქართული ენის მოდულის გავლა შეუძლიათ, რის შემდეგაც სტუდენტები სწავლას მის მიერ არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე.