რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა და 3 გვირაბს. ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2 კმ-იანი 4-ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებული 2-ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

რიკოთის საურელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი, ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდსა და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია, შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქარონსული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სტრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.

Previous articleთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება
Next article„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება დაიწყო