Home Blog გვერდი 30

ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 6.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან და სრულდება სოფელ სადგერის ტერიტორიაზე

აღნიშნული მონაკვეთი საკურორტო ზონაში გადის და ამ თვალსაზრისით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მეტად მნიშვნელოვანია

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წლის შემოდგომაზე

პროექტის შესაბამისად ხორციელდება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 3.4 მლნ. ლარია

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქ. ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების განახლება დასრულების ეტაპზეა

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქ. ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განახლება დასრულების ეტაპზეა, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს

სამუშაოები მოიცავს შენობების არსებული კარ-ფანჯრის იზოპროფილის ვიტრაჟებით შეცვლას, შენობის ფასადზე თბოსაიზოლაციო კომპონენტების გაძლიერებას, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის მოწესრიგებას, მიმდებარე სკვერების კეთილმოწყობასა და ბავშვთა გასართობი სივრცეების განახლებას

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გეცნო

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინაეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. მათ შორისაა, სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, სკოლა თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების დაცვით განახლდება და 350 მოსწავლის მომსახურებას შეძლებს

ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით“ კი, ქალაქში რეკრიაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობსMay be an image of 3 people, people standing and outdoorsMay be an image of 1 person and outdoorsMay be an image of 2 people, street and roadMay be an image of 4 people, street and roadMay be an image of outdoorsMay be an image of 4 people, street and roadMay be an image of 1 person, street and road

თუშეთის გზის პროექტი იწყება

ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოების  გაუმჯობესების პროექტი იწყება.  პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხოების  გაუმჯობესების  სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.

ფშაველა-ომალოს გზის საგზაო  მოძრაობის  უსაფრთხობის  გაუმჯობესების  პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს   საავტომობილო   გზის   პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით.  დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის  გავლით   ომალოს   უკავშირდება,  გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. გზა არის ვიწრო და ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. რთული რელიეფისა  და  მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა  წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.

გომი – საჩხერე – ჭიათურა – ზესტაფონის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება

გომი – საჩხერე – ჭიათურა – ზესტაფონის საავტომობილო გზის 32.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 ლოტად ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 16 სხვადასხვა (კმ84-კმ107)  მონაკვეთზე არსებული დამეწყრილი უბნების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

,,ამავდროულად, სახელშეკრულებო პროცედურები მიმდინარეობს კიდევ მეორე, დაახლოებით, 9 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც ასევე რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება და გაისად დასრულდება. მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრული მონაკვეთების ლიკვიდაციაზე და  მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ გომი-საჩხერე-ჭიათურის მიმართულება სრულად იქნება რეაბილიტირებული როგორც საფარის, პარამეტრების, ასევე საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით“-აღნიშნა მინისტრმა.

ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ასევე მრავლად იყო დამეწყრილი ადგილები,  რაც  ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 69 მლნ. ლარია.

,,გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა რუფოთი-საზანო-ალისუბანი-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პირველი 12 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებულია, მიმდინარეობს დარჩენილი მონაკვეთის სამუშაოები. მისი თქმით,  აღნიშნული გზა ხელს შეუწყობს თერჯოლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების  ყველაზე მოკლე გზით დაკავშირებას.

რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზაზე 2 პროექტად ჯამში 19 კმ-იანი (კმ1-კმ12; კმ13-კმ19) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს.

პროექტის შესაბამისად, განხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის განახლება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობა. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 16 443 900 ლარია.

აღნიშნულ გზაზე, მომავალ წელს დაგეგმილია 9.4 კმ-იანი (კმ20-კმ28) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის საორიენტაციო ღირებულება 7 მლნ. ლარამდეა.

აღნიშნული, პროექტები საერთო ჯამში უზრუნველყოფს იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან კავშირს სრულად განახლებული, კომფორტული საგზაო ინფრატსრუქტურით და ამ მუნიციპალიტეტების დაკავშირებას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან. ასევე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სოფლის მეურნეობისა და შიდა ვაჭრობის განვითარებას.

ქობულეთში ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქობულეთში ახალი 1 კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი

ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი, საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები

საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები

ძველ ბულვართან დასაკავშირებლად აშენდა საფეხმავლო ხიდი

პროექტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა, პროექტის ღირებულება 8,100,000 ლარია

ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი დასრულდა

„ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი დასრულდა. მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობას რესტავრაცია აუთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდა. შენობა შეიძენს ახალ ფუნქციას, რითაც თამამად უპასუხებს საზოგადოებრივად საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოთხოვნებს, ხოლო ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „კავალერიის შენობის“ დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა

ბორჯომში, კოსტავას სახელობის პარკში მდებარე, ეგრეთ წოდებული კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მოიცავდა შენობის სრული რეაბილიტაციისა და სამუზეუმო სივრცედ ადაპტაციის სამუშაოებს. აღდგენილ შენობაში მოეწყო საექსპოზიციო დარბაზები, რომელშიც განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი

გოთიკური სტილის კავალერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით. რეაბილუტაციამდე, შენობა დაზიანებული. მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეული, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად განადგურებული იყო. სამუშაოების შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინოვაციური მიდგომებით, შენობის კულტურული ღირებულების და ავთენტურობის მაქსიმალურ შენარჩუნებას

პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა

ირაკლი ქარსელაძე კავალერიის შენობის მიმდებარე, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, პროგრამიდან „განახლებული რეგიონები“ მიღებული დაფინანსებით, ახორციელებს. სამუშაოები საბავშვო სივრცეების, ამფითეატრის, შადრევნის, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს

კურორტი აბასთუმანი წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობს

0
კურორტი აბასთუმანი წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობს

აბასთუმნის და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს

დაბაში სრულად მოწესრიგდა წყალარინების, 70-იან წლებში აშენებული და თითქმის სრულად ამორტიზებული სისტემაც

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, კოლექტორები და ჭები. ახალი სისტემა, აბასთუმნის გარდა, ემსახურება აღობილისა და არაზინდოს დასახლებებსაც

2022 წლიდან კურორტს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობებაც აქვს, ახალი გამწმენდი ნაგებობა ამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს და მნიშვნელოვანია უნიკალური კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის

აბასთუმნის ობსერვატორიის მთავარი გუმბათისა და ახალი მთავარი ტელესკოპის დასამზადებლად სამუშაოები იწყება

აბასთუმნის ობსერვატორიის მთავარი გუმბათისა და ახალი მთავარი ტელესკოპის დასამზადებლად სამუშაოები იწყება

„აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის წარმატებით დასრულებული რეაბილიტაციის შემდეგ, ვიწყებთ ობსერვატორიის მთავარი გუმბათისა და მთავარი ტელესკოპის დამზადების პროცესს. უკვე დასრულდა პროცედურები და შეირჩა საუკეთესო ევროპული კომპანია, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადებს ახალ, თანამედროვე ტელესკოპს და ასევე, იზრუნებს ახალი გუმბათის დამზადებაზე, რომლის პირობებშიც, აბასთუმნის ობსერვატორია ასტრონომიული მეცნიერებების საერთაშორისოდ მიმზიდველი და აღიარებული ცენტრი გახდება. აბასთუმნის ობსერვატორიას დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხით. სამინისტროს დაწყებული აქვს ციფრული მუზეუმის მოსაწყობად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესიც. ასევე, სრულდება ობსერვატორიის ადმინისტრაციული ნაწილის სრული რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და ობსერვატორიის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის, იწყება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა.“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ობსერვატორის მონახულების შემდეგ განაცხადა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5 მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“ შეარჩია

ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისათვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის

ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს, პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია

უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა

ახალციხის რეგიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ახალციხის რეგიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ახალი, თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი გათვლილია 180 ბავშვზე

პროექტის შესაბამისად ახალ ბაღში მოეწყო ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახები, განახლდა გარე სივრცეებიც
ამ ეტაპზე, დაწყებულია საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვა

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, მისი ღირებულება 2,6 მილიონ ლარია

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს „განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში დაფინანსებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, მოინახულა.

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს და მალე სრულდება „განახლებული რეგიონების“ პროექტების  პირველი ფაზის სამუშაოები. ეს არის ახალი სიცოცხლე მუნიციპალიტეტებისთვის. ახალციხეში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება 50-ზე მეტ შენობას, რა თქმა უნდა, მიმდებარე ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ეწყობა სკვერები, მათ შორის, ცენტრალური პარკი. პირველი ფაზის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად გრძელდება მეორე ფაზის სამუშაოებიც. უკვე სექტემბერში შესაძლებელი იქნება სრული შედეგის ხილვა,“-  განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ქალაქ ახალციხეში ნათენაძის ქუჩის, მიმდებარედ არსებული სკვერების და გიორგი ბრწყინვალეს მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. საერთო ჯამში, განახლდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობები და რეაბილიტირდება 6 სკვერი. ჩატარებული სამუშაოები მოიცავს შენობების კარ-ფანჯარების ახალი იზოპროფილის ვიტრაჟებით შეცვლას, ენერგოეფექტურობის კომპონენტის თბოიზოლაციით გაძლიერებას, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის მოწესრიგებას, სკვერების გამწვანებას, სარწყავი სისტემის მოწყობას, ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მონტაჟს და სხვა.

ადიგენში დასრულების ეტაპზეა, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური უბნის ურბანული განახლების სამუშაოები. თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო ჯამში, რეაბილიტირდება 5 შენობა და მიმდებარე სკვერები. შენობების განახლებასთან ერთად, წესრიგდება მიმდებარე საფეხმავლო ზოლიც.

დაბა ასპინძაში, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, დასრულდა ასპინძის ომის მემორიალის მიმდებარე ინფრასტრუქტურის და სამკუთხა სკვერის რეაბილიტაცია. პროექტი, პროგრამიდან გრანტის სახით მიღებული დაფინანსებით, უშუალოდ მუნიციპალიტეტმა განახორციელა.

მინისტრმა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის დასრულებული შენობაც დაათვალიერა. ახალი, თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი ევროპის საინვესტიციო ბანკის 2,6 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. ახალ ბაღში ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახების გარდა, მოეწყო გარე სივრცეებიც. მოცემულ ეტაპზე, დაწყებულია საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესი.

დაბა ასპინძაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტის 3.4 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსებით, 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციიო სამუშაოებსაც აწარმოებს. სკოლა, რომელშიც მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება, ყველა სტანდარტისა და რეგულაციის შესაბამისად რეაბილიტირდება. ეწყობა წყალმომარაგების, კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგების და ვენტილაციის სისტემები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. სკოლის შენობა სრულად ადაპტირდება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

May be an image of outdoorsMay be an image of sky, street and roadMay be an image of outdoorsMay be an image of 5 people and outdoorsMay be an image of outdoorsMay be an image of 2 people, monument, sky and streetMay be an image of monument and outdoorsMay be an image of indoorMay be an image of monument and outdoorsMay be an image of 1 person, tree and outdoors