ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 6.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან და სრულდება სოფელ სადგერის ტერიტორიაზე

აღნიშნული მონაკვეთი საკურორტო ზონაში გადის და ამ თვალსაზრისით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მეტად მნიშვნელოვანია

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წლის შემოდგომაზე

პროექტის შესაბამისად ხორციელდება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 3.4 მლნ. ლარია
Previous articleპროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქ. ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების განახლება დასრულების ეტაპზეა
Next articleონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდა