Home Blog გვერდი 29

საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 311 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 161 მილიონი ლარი მოგებაა

0

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

საოპერაციო შემოსავლები კი 12%-ით გაიზარდა და 311 მილიონი ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება, თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია. როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის მე-3 კვარტალში კომპანიამ 12,000-ზე მეტ დასაქმებულს ხელფასი გაუზარდა, რაც ბუნებრივია სახელფასო ხარჯებში აისახა, ხოლო საშუალო ხელფასმა 1300 ლარზე მეტი შეადგინა.

 

წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.

 

ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს – 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს – 40 მილიონი ლარით აღემატება.

2022 წლის ივლისში, ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა

0

2022 წლის ივლისში, ექსპორტის რეკორდული მოცულობა – 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 40%-იანი ზრდაა. იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-თ გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა

0

2022 წლის ივლისში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს და შეადგინა 476 მილიონი დოლარი. ჯამურად, იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მილიარდ 618 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობა რთველისთვის 150 მილიონი ლარის სუბსიდირებას განახორციელებს

0

2022 წელს სახელმწიფო გააგრძელებს რთველის სუბსიდირებას და მევენახეების მხარდაჭერას. შექმნილია და მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი. პროცესში ჩაერთვება ღვინის 300-მდე კომპანია. წელს რეკორდული – დაახლოებით 300 000 ტონა მოსავალია მოსალოდნელი. სუბსიდირების ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი ლარი იქნება.

850 დევნილ ოჯახს, თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა

0
კიდევ 850 დევნილ ოჯახს, თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა.

გარდა ამისა, დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს მუშაობა განვადებით მშენებლობის პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა დაიწყება.

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო

0
ადრონული თერაპია

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტე.

პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

„კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურია სიმსივნით დაავადებულთა და  განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის; ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში წარიმართება.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე პროტონული თერაპიის კლინიკა დაარსდება, რომელიც რეგიონის მასშტაბით ერთადერთი იქნება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.

IBA-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს.

ცაგერში ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

განახლდა ცაგერის ცენტრალური ნაწილი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მთავარ პარკს, ასევე შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას

,,მთელი რიგი სამუშაოებია ჩატარებული, ასევე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. მოწესრიგდა საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სისტემები. შენობებში განახლდა გადახურვები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. პარალელურად, დაწყებულია პროგრამის მეორე ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, კულტურისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. რაც მთავარია, წლობით დაგროვილი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა ცაგერის ბაზარს, უკვე გათვალისწინებულია და ცაგერს ექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი, სადაც ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი იქნება გათვალისწინებული. ცაგერს, ასევე, შეემატება ლადო ასათიანის სახელობის ცენტრალური პარკი, სადაც ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემოდგომაზე ყველა აღნიშნული სამუშაო დასრულდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს

ლენტეხში, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

ლენტეხში, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

პროგრამით ,,განახლებული რეგიონები“ ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩის განახლების სამუშაოები დაფინანსდა

,,დასრულებულია პირველი ფაზის სამუშაოები ლენტეხში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა. ქვემო სვანეთში, ლენტეხის ცენტრალური არეალი ყველა თავისი კომპონენტით პასუხობს განახლებას. სამუშაოები მოიცავს მოედანს, სხვადასხვა შენობა-ნაგებობას. მიმდინარეობს კულტურის ცენტრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, კეთდება სააქტო დარბაზი, გრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწესრიგება, მათ შორის სანიაღვრეების და რეკრეაციული სივრცეების. აღნიშნული პროცესი უკვე მეორე ფაზის სამუშაოების ფარგლებში გრძელდება, რომელიც ასევე შემოდგომაზე დასრულდება,” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქვემო სვანეთში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას

სამუშაოები მოიცავს 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას, რომლიც ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის დახმარებით, საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ტურისტულ და რეკრეაციულ სივრცესაც აწყობს

500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საცხოვრებელი ბინები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები

0

500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდა

ონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა.

მუზეუმის შენობაში განთავსებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით, სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.