ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია

განახლდა ცაგერის ცენტრალური ნაწილი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მთავარ პარკს, ასევე შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას

,,მთელი რიგი სამუშაოებია ჩატარებული, ასევე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. მოწესრიგდა საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სისტემები. შენობებში განახლდა გადახურვები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა. პარალელურად, დაწყებულია პროგრამის მეორე ფაზის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, კულტურისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. რაც მთავარია, წლობით დაგროვილი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა ცაგერის ბაზარს, უკვე გათვალისწინებულია და ცაგერს ექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი, სადაც ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი იქნება გათვალისწინებული. ცაგერს, ასევე, შეემატება ლადო ასათიანის სახელობის ცენტრალური პარკი, სადაც ამჟამად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემოდგომაზე ყველა აღნიშნული სამუშაო დასრულდება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს

Previous articleლენტეხში, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია
Next articleქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო