Home Blog გვერდი 11

დუშეთის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო – სამშენებლო სამუშაოები იწყება

ქალაქ დუშეთის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო – სამშენებლო სამუშაოები იწყება

დუშეთში არსებული წყლის სისტემის ნაწილი ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

0

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის I-III  კვარტალში  საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

2023 წლის III  კვარტლის მდგომარეობით  2,706,863  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში  საქართველოში 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც   2019 წლის მონაცემის 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია.

ახალციხეში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

ქალაქ ახალციხეში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო – სამშენებლო სამუშაოებს იწყება.

ქალაქში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი რამდენიმე საათიანი გრაფიკით.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს.

ქსამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალციხის მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ქალაქ ახალციხეში ასევე მიმდინარეობს ცალკეული უბნების და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა, აბის დასახლება) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და აბის დასახლების წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები.

ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის, ახალი რკინა-ბეტონის მილები, გაბიონის კედლები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და სხვა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც.

 

თელავში კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელი საწარმო „ჯივიენი” ამოქმედდა

0
თელავში კაკლის შემნახველ-გადამმუშავებელ საწარმო „ჯივიენი” ამოქმედდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ერთდროულად, 300 ტონა კაკლის შენახვა-გადამუშავებაა შესაძლებელი.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

საგარეჯოში ორგანული სასუქის ახალი საწარმო ამოქმედდა

0

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის 500,000 აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.

კომპანიამ, სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტით ისარგებლა. საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება 5 ადამიანია დასაქმებული.

შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.


2024 წლის პირველი იანვრიდან პენსიები იზრდება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 500 ლარამდე გაიზრდება.
70 წლამდე პირთა პენსია გაიზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის პენსია შეადგენს 380 ლარს.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარე გახდა

0
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარე გახდა. შედეგად, EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება, საქართველოს EPTA-ს 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ, ქ. ტალინში გამართულ EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღეს.

EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

სამტრედიაში №12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

default

სამტრედიაში საუკუნოვანი ისტორიის მქონე #12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
სკოლა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.


ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

default
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქალაქ ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს.

აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც. შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე რეგიონის ვიზიტორებისა და ტურისტებისათვის.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი.
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 8.6 მილიონი ლარი შეადგინა.