ქალაქ ახალციხეში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო – სამშენებლო სამუშაოებს იწყება.

ქალაქში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი რამდენიმე საათიანი გრაფიკით.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს.

ქსამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალციხის მოსახლეობა 24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ქალაქ ახალციხეში ასევე მიმდინარეობს ცალკეული უბნების და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა, აბის დასახლება) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და აბის დასახლების წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
Previous articleტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
Next article2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა