დუშეთის მეორე საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 708 885.39 ლარს შეადგენს.