სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტით გათვალისწინებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებული 40-ზე მეტი სახლის რეაბილიტაცია, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.