რიკოთის უღელტეხილზე ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების ფარგლებში, სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტები მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბის მშენებლობას. სამუშაოებზე ამჟამად 4000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან, დაახლოებით, 70% საქართველოს მოქალაქეა.
მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას მხოლოდ 3–3.5 საათი დასჭირდება.