შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე, მდინარე ტყიბულაზე შეკეთების სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში, შეკეთდა არსებული სახიდე გადასასვლელი, შეიცვალა მოაჯირები, სადეფორმაციო ნაკერები და აღდგა გზის სავალი ნაწილი.