გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, რაც 144 კომლის საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, „ზრდა“ უკვე 4 წელია, თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და 6 რეგიონის 17 სამიზნე მუნიციპალიტეტთან. ეს პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დარჩენას მშობლიურ სოფლებში და მათ ადგილზე საქმიანობას.