რუსთავის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ძველი, ისტორიული უბნების და რეკრეაცრიული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია.

2 მლნ 400 000 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობების მიმდებარე ტერიტორია, ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები, გაზონები და სარწყავი სისტემა მოეწყობა, ადგილზე განთავსდება ლითონის დეკორატიული ღობე, განახლდება გარე განათების ქსელი.

უახლოეს მომავალში ქალაქს კიდევ ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება – ახალგაზრდობის პარკში და რუსთავის თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს და მათი ჯამური ღირებულება 3 მლნ 328 011 ლარია.

2021 წლის ბოლომდე რუსთავის მერია ქალაქში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს და მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ლარია.

Previous articleმარტვილის მუნიციპალიტეტში ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next articleსოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს