ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელებში – ქინძათში, დუმაცხოვოსა და ნაბახტევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტებზე, ჯამში, 2.5 მილიონზე მეტი ლარია განსაზღვრული. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 5 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ არცერთ ზემოთ აღნიშნულ სოფელში აქამდე მსგავსი სახის პროექტი არ განხორციელებულა.