მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაიგება 2 900 მეტრი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. პროექტის პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.