ბათუმში განახლებული აეროპორტი გაიხსნა, რომლის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. 2019 წელს მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განახლების დასრულების შედეგად აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. კოვიდ-19 პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, „ტავ ჯორჯიამ“ სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე – გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა.

ასევე, გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.

Previous articleზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდება
Next articleანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს