მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ზუგდიდში 3 სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აკაკი წერეთლის სახ. N1 საჯარო სკოლის, ქ. ზუგდიდის N12 საჯარო სკოლისა და სოფ. ჯიხაშკარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

უკვე დასრულებულია დარჩელის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 1,6 მილიონი ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას, რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს კი, 100 სკოლაში ახორციელებს.

2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის.

2021 წელს კი დამატებით დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7 020 ბავშვისთვის.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Previous articleახალსოფელი-შუა ხორგის დამაკავშირებელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
Next articleმარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება