50 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება თანამდროვე, უახლესი სტანდარტებით შენდება და მიმდინარე წელს დასრულდება. 13 საკლასო ოთახის გარდა, მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი და ლიფტი. ასევე, მოეწყობა სკოლის ეზო და სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 2 360 000 ლარია.