კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია (2 406.9 მლნ აშშ დოლარი).

ადგილობრივმა ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 72% შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა მიუთითებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის სისწორესა და თანამიმდევრულობაზე. შეზღუდვების მიუხედავად, არც ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოს ფუნქციონირება არ შეუჩერებია და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში შესაძლებელი გახდა ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დაყვანა .

პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის შემცირებისა და ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სისტემატური თანამშრომლობა კერძო სექტორთან საინფორმაციო კამპანიის, ყოველდღიური შეხვედრებისა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატებში.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და შვეიცარიაში. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ესპანეთში, ბულგარეთში შვეიცარიასა და გერმანიაში.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნისა და კონცენტრატების, ოქროს, ძვირფასი ლითონების მადნისა და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის ექსპორტი.

Previous articleზესტაფონში ქალაქის ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
Next articleქალაქ ამბროლაურში „სანაპიროს“ ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება