ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ახლად აშენებულ სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლასკაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სასადილო და სახელოვნებო სივრცეები.

 პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სკოლის ტერიტორიის გამწვანება და მოეწყო სარეკრეაციო სივრცე.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირულება 1 353 863 ლარს შეადგენს.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:

აშენდა 30 სკოლა;

60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;

განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;

განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.

Previous articleმდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
Next articleდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა