ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე, შუქურის მიმდებარედ მრავალფუნქციური ველო მოედნის – ფამფტრეკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დასრულების ეტაპზეა.
ფოთელი ახალგაზრდობა მალე შეძლებს სამოყვარულო ფამფტრეკით სარგებლობას. პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ფამფტრეკის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 50 000 ლარია.
პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.