2021 წელს ზემო იმერეთი და რაჭა ახალი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. ამ ეტაპზე ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.

არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 4 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს. კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება.

ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი, სულ მცირე, 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს.

 

Previous articleმუზეუმ-ნაკრძალების ვიზიტორებს ელექტროტრანსპორტი მოემსახურება
Next articleფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, რკონის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი დასრულდა