ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
ძველ ხიბულაში მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 8 მილიონ 875 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს.
მდინარე ჭანისწყალზე შენდება ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი, ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 594 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ძველ ხიბულაში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ფონდი „ქართუს“ მიერ ძველ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა.
მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.