ამ ინიციატივის თანახმად, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა. კანონის დონეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული იქნება ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებული ბაღები, სკვერები და პარკები, რომელთა კოორდინატები პირდაპირ მითითებული იქნება კანონში, რაც სიახლეა და აქამდე გათვალისწინებული არ იყო. ცვლილებები ამ კანონში განხორციელდება პერიოდულად და ეტაპობრივად დაემატება ტერიტორიები, რომელთან დაცვა ქალაქების გამწვანების შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

Previous articleოზურგეთში, ქობულეთსა და ურეკთან დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია დაიწყო
Next article2019 წელს ქუთაისსა და ზუგდიდში 50 მეტრიანი ოლიმპიური აუზები აშენდება